ხშირად დასმული კითხვები

კ. უსაფრთხოა თუ არა ონლაინ შესყიდვების სისტემა?

პ. ჩვენი საიტის ონლაინ შესყიდვების სისტემა სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს მიერ შეკვეთის განხორციელებისას წარმოდგენილი ინფორმაციის დაცვასა და კონფიდენციალურობაზე.

საიტის უსაფრთხოებასა და  პეპელას ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში  გთხოვთ დაგვიკავშირდით მეილზე: contact@pepela.ge


კ. როგორ შევუკვეთო www.pepela.ge-ზე?

პ. იმისთვის, რომ გააკეთოთ შეკვეთა www.pepela.ge-ზე საჭიროა აუცილებლად იყოთ დარეგისტრირებული საიტზე. სასურველი პროდუქტების კალათაში დამატების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ შეკვეთის პროცესი. თუ არ ხართ დარეგისტრირებული საიტზე „შეკვეთაზე“ დაწკაპუნების შემდეგ საიტი გადაგამისამართებთ რეგისტრაციის გვერდზე.

შეკვეთის გაკეთების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თქვენ უნდა შეიყვანოთ ინფორმაცია რა მისამართზე გსურთ მიიღოთ შეკვეთა. 

ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის მითითების შემდეგ საჭიროა შეიყვანოთ გადახდის დეტალები და დაეთანხმოთ საიტის წესებსა და პირობებს. ყველა საფეხურის გავლის შემდეგ თქვენ მეილზე მიიღებთ შეკვეთის დადასტურებას.

პეპელას ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის განხორციელებისას სირთულის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით მეილზე contact@pepela.ge


კ. როგორ ვნახო ჩემს კალათაში დამატებული პროდუქტების სია?

პ. თუ გსურთ რომ შეამოწმოთ თქვენი კალათა, დააჭირეთ „კალათა“-ს გამოსახულებას  ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში. ამის შემდეგ თქვენ მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ არჩეული პროდუქტების მოდიფიკაცია, შეკვეთის რაოდენობის გაზრდა და არჩეული პროდუქტების წაშლა. ცვლილებების შესანახად დააჭირეთ „განახლება“-ს.


კ. როგორ დავამატო სათამაშოები ჩემს კალათას?

პ. თქვენს კალათაში პროდუქტების დასამატებლად საჭიროა გადახვიდეთ თქვენთვის საინტერესო გვერდზე რომელზეც განთავსებულია სასურველი პროდუქტი და დააჭიროთ „კალათაში დამატება“-ს. თქვენს კალათაში შეგიძლიათ დააფიქსიროთ არჩეული პროდუქტის რაოდენობა და განაგრძოთ შეკვეთის განხორციელება.


კ. როგორ წავშალო სათამაშოები ჩემი კალათიდან?

პ. იმისთვის, რომ წაშალოთ პროდუქტი თქვენი კალათიდან, საჭიროა მონიტორის ზედა მარცხენა კუთხეში დააჭიროთ „კალათა“-ს გამოსახულებაზე . ეს საშუალებას მოგცემთ იხილოთ თქვენს კალათაში დამატებული ყველა პროდუქტი. არასასურველი პროდუქტის წასაშლელად უნდა დააჭიროთ გამოსახულებას „წაშლა“. ცვლილებების შესანახად დააჭირეთ „განახლება“-ს.


კ. როგორ შევცვალო კალათაში უკვე დამატებული სათამაშოს რაოდენობა?  

პ. იმისთვის, რომ შევცვალოთ კალათაში დამატებული პროდუქტების რაოდენობა, საჭიროა მონიტორის ზედა მარცხენა კუთხეში დააჭიროთ კურსორს „კალათა“-ს გამოსახულებაზე . ეს საშუალებას მოგცემთ იხილოთ თქვენს კალათაში დამატებული ყველა პროდუქტი. შეგიძლიათ ჩაწეროთ არჩეული პროდუქტის გასწვრივ მდებარე რაოდენობის გრაფაში თქვენთვის სასურველი რაოდენობა და  ცვლილებების შესანახად დააჭირეთ „განახლება“-ს. რაოდენობის ცვლილებისას შეკვეთის თანხა ავტომატურად დაკორექტირდება.


კ. როგორ გამოვიყენო ჩემი ანგარიში საიტზე www.pepela.ge?

პ. თუ თქვენ უკვე შეიძინეთ პროდუქტი www.pepela.ge-ზე, თქვენ უკვე გაქვთ მიმდინარე ანგარიში სისტემაში. იმისთვის, რომ შეხვიდეთ სისტემაში მონიტორის მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ გამოსახულებაზე „ჩემი ანგარიში“ და შემდეგ „შესვლა“-ს. საიტი გადაგამისამართებთ გვერდზე სადაც შესაბამის გრაფებში უნდა შეიყვანოთ ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი, რომელიც რეგისტრაციის დროს გამოიყენეთ.  თუ დაგავიწყდათ პაროლი დააჭირეთ „პაროლის აღდგენა“-ს და განახლებულ პაროლს მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.  იდენტიფიცირების შემდეგ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი მონაცემები ან განახლების გარეშე განაგრძოთ შესყიდვის პროცესი.


კ. როგორ გადავიხადო შეკვეთის ღირებულება?

პ. გადახდის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ქართული და უცხოური საბანკო ბარათების საშუალებით ბარათით:  Visa, Master Card და American Express (ქართული AMERICAN EXPRESS CARD-ის გარდა).


კ. როგორია პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა?

პ. გთხოვთ, კურიერის თანდასწრებით, ადგილზე შეამოწმოთ მიღებული პროდუქტი და ქარხნული წუნის, ან ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში არ ჩაიბაროთ პროდუქტი. თუ სათამაშოს ქარხნული წუნი აღმოჩენილი იქნება სათამაშოს ჩაბარების შემდეგ, მომხმარებელი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს კომპანიას პროდუქტის ჩაბარებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს მაღაზიას კარგ მდგომარეობაში, ყველა ნაწილით და დეტალით, აქსესუარებით და თავისივე შეფუთვით. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას დაბრუნებულ პროდუქტზე იმ მომენტამდე, სანამ არ მივიღებთ მას. 

გთხოვთ რეგურალურად გაეცანით საიტზე მოცემულ ინფორმაციას პროდუქტის დაბრუნებისა და გარანტიების თაობაზე

დასაბრუნებელი პროდუქტის მაქსიმალური რაოდენობაა 2 ცალი: თითოეულ შეკვეთაში, თითოეულ ადამიანზე, თითოეულ საკრედიტო ბარათზე, თითოეულ მისამართზე ან თითოეულ პერსონალურ ანგარიშზე.

შეძენილი პროდუქტის დაბრუნების წესებთან და პირობებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში  გთხოვთ დაგვიკავშირდით მეილზე: contact@pepela.ge


კ.  როგორ მოვიქცე წუნიანი სათამაშოს მიღების შემთხვევაში?

პ.  ქარხნულად წუნიანი სათამაშო (მაგ: სათამაშო რომელიც დაზიანებულია ან აკლია ნაწილები) შეიძლება დაბრუნდეს მაღაზიაში და მოხდეს მისი ჩანაცვლება. კომპანია ინფორმირებული უნდა იყოს 1 სამუშაო დღის ვადაში და სათამაშო უნდა დაბრუნდეს მიწოდების დღიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში.

დაზიანებული სათამაშოს შესახებ კომპანიის ინფორმირებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით მეილზე: contact@pepela.ge


კ. შეკვეთის განთავსებიდან რამდენ ხანშია შესაძლებელი შეკვეთის მიღება?

პ. ყველა შეკვეთის ტრანსპორტირება ხორციელდება კომპანიის საწყობიდან და მაღაზიებიდან. შეკვეთების მიწოდება  ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში.


კ. მოქმედებს თუ არა მუდმივი ფასდაკლება www.pepela.ge-ზე პეპელას ფასდაკლების ბარათით?

პ. პეპელა ბარათით მუდმივი ფასდაკლება www.pepela.ge-ზე არ მოქმედებს. დროებითი აქციების შესახებ მომხმარებლები ინფორმაციას SMS-ის საშუალებით მიიღებენ.


კ. შესაძლებელია თუ არა პეპელა ბარათის სარეკლამო სმს-ების დაბლოკვა? 

პ. პეპელა ბარათის მფლობელების სარეკლამო SMS-ების დაბლოკვა შესაძლებელია კომპანიაში ზარის განხორციელებით ან SMS ტექსტის NOSMS გაგზავნით ნომერზე 91130.